გამკაცრებული კანონები

19 ოქტომბერი 2025, 12:18 118 ნახვა

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული გამკაცრებული რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრების შემდეგ გუშინ ამოქმედდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის 325- ე დღეს რუსთაველის გადაკეტვა სცადეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ მოტივით, რომ აქციაზე საკმარისი ხალხი არ იყო და ტრანსპორტის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ, მათ გზის გასახსნელად 15 წუთი მისცა. დემონსტრანტები ადგილზე მისული პოლიციის წარმომადგენლების მოწოდებებს დაემორჩილნენ და ტროტუარზე გადავიდნენ. უკვე მოქმედი ცვლილებებით, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული: აქციაზე ნიღბის ტარებისთვის; ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის და გზის გადაკეტვისთვის. მმართველი პარტია მიღებულ გადაწყვეტილებას წინა ცვლილებების არაეფექტურობას უკავშირებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში