დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

18 მაისი 2020, 15:29 1874 ნახვა

დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტები ბოლნისის კლასტერიდან და საკარანტინე სივრციდან არიან. 3 მათგანის წყარო ბოლნისიდანაა,  3 ზუგდიდში დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტებია. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 1 ახალი პაციენტი მოათავსეს, რომლის მდგომარეობაც საშუალოზე მსუბუქია. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კი  ბოლო 24 საათში 6 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა, ერთის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. დღეს კორონავირუსი საქართველოში 7 მა პაციენტმა დაამარცხა.

აჭარაში  კორონავირუსის საეჭვო ნიშნის მქონე 39 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკა "მედალფაში" კი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი მკურნალობს. „ცხელების კლინიკებში“ მოთავსებული 14 პირის კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. აჭარაში საკარანტინე სივრცეში 1 142 პირი იმყოფება. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა. 30 აპრილის შემდეგ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი