პაატა ბურჭულაძის ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მახინჯაურში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში მუშაობენ. შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა, ჩამსხვრეულია მინა და დაზიანებულია ბანერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე 187 მუხლით არის აღძრული რომელიც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            