ნატო-ს ყოფილი გენერალურ მდივანს კორონავირუსი დაუდგინდა

14 მარტი 2020, 15:05 1782 ნახვა

კორონავირუსის  დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული , ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა.  ინფორმაცია  როიტერსი ავრცელებს.   ორშაბათს  სოლანა იმ   ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის პოსტს ის 1995 წლიდან 1999  წლამდე იკავებდა, 1999-2009 წლებში კი იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. სოლანა 77 წლისაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში