საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიცია და უმრავლესობა ისევ ვერ თანხმდება

09 დეკემბერი 2019, 12:11 1443 ნახვა

საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიცია და უმრავლესობა ისევ ვერ თანხმდება.  მორიგი შეხვედრა დიპლომატებთან ერთად გუშინ ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მმართველი გუნდისა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა კვლავ ვერ გადაწყვიტეს რა ფორმით უნდა ჩატარდეს 2020 წლის არჩევნები. ცნობილია, რომ დღეს ოპოზიციის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმის ახალ კომპონენტებს გაივლიან.

ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს მრავალმაჟორიტარიან საპარლამენტო ოლქებს.ოპოზიციის კანონპროექტი ბიუროს დღეს  წარედგინება. მმართველი გუნდის წევრები ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, რომელსაც ეუთო ოდირი განიხილავს, გათვალსიწინებას არ აპირებენ, ამბობენ, რომ ეს საკითხი გადასინჯავს არ ექვემდებარება. 30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შერეული სისტემით, მხოლოდ მანდატების  განაწილების განსხვავებული წესით.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი