სოჭში პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებები გრძელდება

22 ოქტომბერი 2019, 20:02 2400 ნახვა

სოჭში რუსეთისა და თურქეთის  პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა 5 საათზე მეტია მიმდინარეობს.  მოლაპარაკებების მთავარი თემა თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ სირიაში შექმნილი  სიტუაციაა. საუბარი ლიდერებს შორის პირისპირ მიმდინარეობს. მანამდე კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.  ვლადიმირ პუტინი სირიაში  მდგომარეობას ძალიან მწვავეს უწოდებს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა  ერდოღანმა შეხვედრის დაწყებამდე   იმედი გამოთქვა, რომ პუტინთან  დეტალურად განიხილავს  შექმნილ სიტუაციას ,  რაც რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.  

ცნობისთვის, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული დროებითი ზავის ვადა  სამ საათში იწურება. განაახლებს თუ არა ანკარა საბრძოლო მოქმედებებს, ამის შესახებ სავარაუდოდ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში