გიორგი ლორია საკვალიფიკაციო ეტაპის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

11 სექტემბერი 2019, 11:22 1652 ნახვა

ცნობილმა სპორტულმა საიტმა sofascore.com -მა ტრადიციულად ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. კვირის საუკეთესო სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.

ლორიამ საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან მატჩში რამდენიმე აშკარა გოლისგან იხსნა.ქართველი მეკარის შეფასება საიტის მიხედვით 8,8 ქულაა.

სიმბოლურ ნაკრებში ასევე  მოხვდა კრისტიანო რონალდო ,რომელმაც ლიეტუას ეროვნულ გუნდს 4 გოლი გაუტანა.

კვირის გუნდში ასევე ადგილი მოიპოვეს მეზობელი სომხეთის ეროვნული ნაკრების ორმა წევრმა მხითარიანმა და ამბარცუმიანმა. ყველასთვის მოულოდნელად სომხეთმა 4-2 ბოსნია-ჰერცოგოვინა დაამარცხეს.

Sofascore.com-ის ვერსიით საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლური გუნდი : 

მეკარე : ლორია 8,8 (საქართველო) 

მცველები : რიკარდო როდრიგესი 8,6 (შვეიცარია) , ალექსანდრ დრაგოვიჩი 8,3 ( ავსტრია) , ჰოვანეს ამბარცუმიანი 8,5 (სომხეთი) 

ნახევარმცველები : რაჰიმ სტერლინგი 9,5 (ინგლისი) , ტიაგო ალკანტარა 9,3 (ესპანეთი ) , იანის კოუსოულოსი 9,2 (კვიპროსი) , ჯეიდონ სანჩო 8,8 (ინგლისი) , 

თავდამსხმელები : ჰენრიკ მხითარიანი 9,5 (სომხეთი) , კევინ დე ბრუინი 10 (ბელგია) , კრისტიანო რონალდო 10 (პორტუგალია) .

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი