ხულოს მუნიციპალიტეტის 5 სოფელში სახანძრო ავზების მოწყობითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მსგავსი ტიპის სამუშაოები გასულ წელს 4 სოფელში ჩატარდა. სახანძრო ავზების მოწყობა პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და ბიუჯეტიდან წელს 40 ათას ლარამდე დაიხარჯა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            