ბათუმის ''დინამოში'' ქუთაისის ''ტორპედოდან'' მამუკა კობახიძე გადმოვიდა

18 ივნისი 2019, 14:37 4168 ნახვა

ბათუმის ''დინამომ'' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ტრანსფერი განახორციელა. ,,დინამოს’’ რიგებში ოც ნომრიანი მაისურით ითამშებს 26 წლის მცველი მამუკა კობახიძე. ფეხბურთელმა ბათუმურ კლუბთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კობახიძემ მიმდინარე სეზონში ქუთაისის ,,ტორპედოს’’ რიგებში 16 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ,,ზესტაფონის’’ , ყაზანის ,,რუბინის’’, ,,ნეფტეხიმიკის’’, გორის ‘’დილას’’ , თბილისის ,,ლოკომოტივისა’’ და ,,რუსთავის’’ შემადგენლობაში ასპარეზობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში