20 აპრილს, ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარმარათონს „Great Batumi Night Race” მეორედ უმასპინძლებს. მარათონში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის 35 ქვეყნიდან 1700-მდე პროფესიონალი და მოყვარული მძლეოსანია რეგისტრირებული. 21 კმ დისტანციაზე ნახევარმარათონი სტარტს სასტუმრო კოლიზეუმ მარინასთან შაბათს, 19:30 წუთზე აიღებს. მხიარული გარბენი რომელიც 10 კმ შეადგენს 19:10 წუთზე დაიწყება.
ასევე ჩატარდება ორი ბავშვთა გარბენი 500 და 1000მ დისტანციაზე. მარათონისთვის საღამოს 6 საათის შემდეგ ეტაპობრივად გადაიკეტება ხიმშიაშვილის, რუსთაველის აბაშიძის, კოსტავას ქუჩები, სადაც ნახევარმარათონის სარბენი მარშრუტი გადის.
ყოველ 5 კილომეტრში განთავსდება ძალის აღსადგენი ადგილები. სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იქნება მარშრუტსა და START-FINISH-თან. თან. ნახევარმარათონის გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდო ელით. ღამის ბათუმის გარბენი მხარს უჭერს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტს - ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს.