„ბორჯღალოსნები“ დღეს გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

10 მარტი 2019, 00:00 1762 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, დღეს გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩი ქუთაისში „აია არენაზე“ 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნულ გუნდს გერმანიის ნაკრებთან აქამდე შვიდი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველა მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობა 2010 წელს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაფიქსირდა – 77:3, შარშან კი ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ოფენბახში 64:0 მოუგეს.

ბორჯღალოსნებმა აქამდე ქუთაისში სამჯერ ითამაშეს და სამი გამარჯვება აქვთ – ნაკრებმა არსებობის ისტორიაში თავისი პირველი მატჩი 1989 წელს სწორედ ქუთაისში გამართა და ზიმბაბვეს ანგარიშით 16:3 მოუგო; 2005 წელს გუნდმა ერთა თასზე  ჩეხეთს უმასპინძლა და ანგარიშით 75:10 გაიმარჯვა. გასულ წელს კი ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში ბელგია „აია არენაზე“ მიიღო და ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

ამავე კატეგორიაში