თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის, ბათუმში შავი ზღვის თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირში მონაწილეობისთვის სპორტსმენები 6 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
შეჯიბრებაში აჭარის ნაკრებიც 52 სპორტსმენით ასპარეზობს. ტურნირი ბათუმში მესამედ ტარდება, თასის გათამაშება ხვალ, დასრულდება.