''განისაზღვროს იმ სამშენებლო მასალების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია'' - სახალხო დამცველი

17 იანვარი 2019, 00:00 1316 ნახვა

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, განსაზღვროს იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამშენებლო მასალების ნაწილი არამდგრადი, წვადი თუ სხვა მავნე ბუნებით ხასიათდება. მათივე განმარტებით, ასევე აუცილებელია ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიების სრულყოფაც.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს.

''იმედს გამოვთქვამთ, რომ ტრაგედიის მასშტაბებისა და სიმძიმიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ და დამანგრეველი ეფექტის სიძლიერის მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს'' - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი