სპორტი მთავარში

04 იანვარი 2019, 00:00 1695 ნახვა

პირველი მსოფლიო ჩემპიონი ზემო  ჯოჭოდან რომან დოლიძე  თავის სოფელს ეწვია სადაც ადგილობრივებმა დახვედრის ცერემონია მოუწყვეს. რომანმა მსოფლიო ჩემპიონატი გასული წლის ზაფხულში შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში  მოიგო, დეკემბერში კი  ქამარი დაიცვა. ქართველი სპორტსმენი  2018 წლის საუკეთესო მებრძოლადაც დასახელდა. რომან დოლიძე წლებია უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ყველგან და ყოველთვის საქართველოს სახელით ასპარეზობს.

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-16 ტურში გოგა ბითაძისბუდუჩნოსტი“ ოლიმპია „მილანს“ ესტუმრა და 94:111 დამარცხდა. წაგების მიუხედავდ კლუბში გამორჩეული იყო ბითაძე, რომელმაც არასრულ 27 წუთში 23 ქულას, რვა მოხსნას სამ დაფარებას და ორ ასისტს მოუყარა თავი. გოგას სარგებლიანობის ინდექსმა 31-ს მიაღწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.„მილანის“ რიგებში კი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ვლადიმირ მიჩოვმა. სერბი კალათბურთელის ანგარიშზე 20 ქულა და ხუთი შედეგიანი გადაცემა იყო. ამ დაპირისპირების შემდეგ იტალიურ კლუბს რვა გამარჯვება და ამდენივე მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „ბუდუჩნოსტს“, ბითაძის კლუბი სამი გამარჯვებითა და 13 მარცხით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. მონტენეგროს კლუბი მე-17 ტურში სტუმრად, თელ ავივის “მაკაბის” წინააღმდეგ ითამაშებს.

ევროლიგის მორიგი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ბასკონიას თავკაცმა ველიმირ პერასოვიჩმა ჩვენთვის ძალზე უსიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა - როგორც აღმოჩნდა, თორნიკე შენგელიას ტრავმა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე პირველმა გამოკვლევამ აჩვენა. შენგელია მადრიდის რეალის არგენტინელმა ლეგიონერმა კამპაცომ დააშავა. მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმა თავიდან "ერთთვიანი" ეგონათ, თუმცა პერასოვიჩმა განაცხადა, რომ შენგელია მოედანს "საუკეთესო შემთხვევაში სამ თვეში თუ დაუბრუნდება",ასევე თქვა რომ თოკო დიდი ხნით დააკლდებათ რის გამოც  ახალი მოთამაშეები დაჭირდებათ რადგან - 8 კალათბურთელით თამაში შეუძლებელი იქნება. შენგელია  ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებასაც დააკლდება, რომელიც თებერვალში გაიმართება.

ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა კლუბი დატოვოს. 54 წლის სპეციალისტის კონტრაქტი ესპანურ გრანდთან 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი უკვე განიხილავს რამდენიმე კანდიდატს ვალვერდეს შემცვლელად. როგორც გაზეთი „მარკა“ ირწმუნება, „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელობაზე ძირითადი პრეტენდენტი „ბეტისის“ ამჟამინდელი დამრიგებელი კიკე სეტი ენია. მის გარდა, კლუბის ხელმძღვანელობის სიაშია „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი, ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებელი რონალდ კუმანი და „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი ჩავი.

Globe Soccer Awards-მა "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. საუკეთესო მწვრთნელად დიდიე დეშამი მიიჩნიეს, რომლის ხელმძღვანელობითაც საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.საუკეთესო გუნდად მადრიდის "ატლეტიკო" დასახელდა. საუკეთესო აგენტად ჟორჟე მენდეში აღიარეს, რომლის ძალისხმევითაც რონალდო "იუვეში" გადავიდა, ხოლო საუკეთესო სპორტულ დირექტორად ფაბიო პარატიჩი. საზეიმო ცერემონია დუბაიში ჩატარდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში