2016 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაასახელებს. პრეზენტაცია, ღია ცის ქვეშ, ბათუმის ოფისის წინ, საღამოს 8 საათზეა დაგეგმილი. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გარდა დღესვე პარტია ხელვაჩაურის მაჟორიტარ კანდიდატებსაც წარადგენს. აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები იქნებიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე და გია აბულაძე. მაჟორიტარ კანდიდატებად კი მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძე და თემურ დუმბაძე არიან წარდგენილები.