ესტონეთი VS საქართველო

30 ნოემბერი 2018, 00:00 2095 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს  ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს საქართველოს დროით 21 საათზე გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდი ტალინში გუშინ ჩავიდა და „საკუ არენაზე“ პირველი ვარჯიში გამართა. ესტონეთთან შეხვედრას თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი გამოტოვებენ, რომლებიც დღეს „ბასკონიასშემდაგენლობაში ევროლიგის მატჩს გამართავენ.

ჯენინგის არყოფნაში ლეგიონერის ადგილს თად მაკფადენი დაიკავებს, რომელიც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში „ტენერიფე იბეროსტარის“ ღირსებას იცავს და შედეგიანობით ერთ-ერთი ლიდერია.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში საქართველო მეოთხე პოზიციაზეა, ესტონეთი კი ბოლო მეექვსე ადგილს იკავებს. ესტონეთთან მატჩის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება. 3 დეკემბერს კი მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩს ისრაელთან გამართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი