ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრაში ''ბორჯღალოსნებმა'' ''სამოას'' ნაკრები 27:19 დაამარცხეს

17 ნოემბერი 2018, 00:00 1888 ნახვა

მატჩის დაწყებამდე სამოელებმა ავჭალის სტადიონზე თავიანთი სარიტუალო ცეკვა შეასრულეს.

პირველ ნახევარში სამოა ფლობდა უპირატესობას. ანგარიში, მეორე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით გახსნა. შემდეგი25 წუთის განმავლობაში კი ქულებს მხოლოდ სამოელები აგროვებდნენ. საქართველომ ჩამორჩენა 30-ე წუთზე შეამცირა. ვასკა ლობჟანიძემ დაალოელვა მეტოქე, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგმა რამდენიმე შეცვლა განახორციელა და „ბორჯღალოსნების“ თამაში ძირფესვიანად შეიცვალა.

სამოა ვეღარ ახერხებდა ჩვენს ნახევარზე დამკვიდრებას და პირიქით, საქართველო უფრო მეტად აძლიერებდა ზეწოლას.მეორე ნახევარში ქულები მხოლოდ მასპინძლებმა მიითვალეს. გიორგაძემ და აფრასიძემ ორჯერ ლელო დადეს, ხოლო აბჟანდაძემ ორივე ზუსტად გარდასახა, რასაც ერთი ჯარიმაც დაუმატა და საბოლოოდ - შერკინება ბორჯღალოსნებმა 27:19 დაასრულეს.მილტონ ჰეიგის გუნდი მორიგ შეხვედრას ერთი კვირაში, „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან გამართავს.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში