საქართველოს ნაკრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია

15 ნოემბერი 2018, 00:00 1834 ნახვა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობაზე საქარველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია, გელა ბოლქვაძე  და ზვიად პატარიძე გახდნენ.  ვერცხლის მედალს რამაზ ზოიძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი გიორგი მელიამ მოიპოვა. სოსო ჯაბიძის შეგირდებმა საერთო ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს.  გუნდურ ჩათვლაში ეროვნულმა  ნაკრებმა დამაჯერებელად გაიმარჯვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი