რევაზ დავითაძის ბრინჯაოს მედალი და 2 მსოფლიო რეკორდი

07 ნოემბერი 2018, 00:00 2092 ნახვა

რევაზ დავითაძის ბრინჯაოს მედალი და 2 მსოფლიო რეკორდი! აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ ატაცში 168 კგ. დაძლია, მეოთხე ადგილი დაიკავა და იუნიორთა შორის 89 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ბრწყინვალედ იასპარეზა დავითაძემ აკვრაშიც,  203 კილოგრამს გაართვა თავი და მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამასთან ერთად კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი