პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში გამოხმაურებები მოჰყვა. ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით მაშინ, როდესაც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა კანონი უნდა დაიცვან პირიქით ისინი არღვევენ, რის გამოც უნდა დაისაჯონ.
უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ შესაძლოა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა პროკურატურამ ჩანაწერები.