მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე ტური

26 სექტემბერი 2018, 00:00 2017 ნახვა

ბათუმში მიმდინარე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე ტურის პარტიები ჩატარდა. საქართველოს ვაჟთა მესამე გუნდმა მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების, ამერიკის შეერთებულ შტატების გუნდის წინააღმდეგ ოლიმპიადის პირველ დაფაზე იასპარეზა და დამარცხდა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მესამე გუნდმა დღეს მესამე დაფაზე გერმანიის გუნდთან ყაიმით 2:2 ითამაშა.საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა ნორვეგიის ნაკრებს მშრალი ანგარიშით 4:0 სძლია, ხოლო ვაჟთა ძირითადმა გუნდმა ნორვეგიის ნაკრებთან ყაიმით 2:2 ითამაშა. საქართველოს ქალთა მეორე გუნდმა შვედეთთან  მოიგო.ვაჟთა მეორე ნაკრებმა კი დანიის გუნდს სძლია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი