ვაჟთა ნაკრების დაფაზე, პირველი სიმბოლური სვლა ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა

25 სექტემბერი 2018, 00:00 2150 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გრძელდება. შეჯიბრების მეორე დღეს პირველი სვლა ვაჟთა მე-3 ახალგაზრდული ნაკრების დაფაზე სიმბოლურად ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩმა ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა.

ვაჟთა მე-3 ნაკრები დღეს ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს ხვდება, რომელიც რეიტინგის ლიდერია. საქართველოს ვაჟთა ნაკრები კი რეიტინგში 65-ე ადგილზეა.

საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები ნორვეგიას, მეორე კი დანიას უპირისპირდება.

რაც შეეხება ქალთა პირველ ნაკრებს დღეს გოგონები ნორვეგიის, მეორე ნაკრები შვედეთის, მესამე კი გერმანიის გუნდის წევრებს ხვდებიან.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი დღე ქართველი ნაკრებებისთვის წარმატებული გამოდგა, 6-ვე ნაკრებმა დღე გამარჯვებით დაასრულა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში