ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში

05 აგვისტო 2018, 00:00 1995 ნახვა

ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაიწყო. პირველი მატჩები გუშინ გაიმართა. შემდეგ ეტაპზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიისა და თელავის გუნდები გადავიდნენ. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი 2019 წლის ევროპის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები 22 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გაემგზავრება. ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების შემთხვევაში კი  უფლებას მიიღებს პრომოფინალში ითამაშოს. საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი 3 დღე გაგრძელდება. ქვიშის მოედანზე დღეს ნახევარფინალური შეხვედრები ჩატარდება.  თამაშები 20 საათას და 30 ზე დაიწყება.  ბათუმი ''დინამო'' თელავს შეხვდება, საზღვაო აკადემიის გუნდი კი მატჩს ბსუ-სთან გამართვას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი