ტურნირი ქვიშის ფეხბურთში

08 ივლისი 2018, 00:00 1797 ნახვა

ბათუმში ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატმა აიღო სტარტი, პირველი ეტაპი, ბულვარში არსებულ ქვიშის მოედნებზე გაიმართება. გათამაშებაში საქართველოს 6 რეგიონის 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის მეორე ეტაპი 3,4 და 5 აგვისტოს ჩატარდება. საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები კი 24-26 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელიც გერმანიის ქალაქ როსტოკის კურორტ ვარნემიუნდეში გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში