''ნაციონალური მოძრაობა'' ხულოს მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

19 ივნისი 2018, 00:00 1848 ნახვა

ხულოს საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხულოს მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით გაფლანგულია მილიონამდე ლარი, რომელიც კურორტ “ბეშუმის” საგზაო ინფრასტრუქტყურის მოწესრიგებას უნდა მოხმარებოდა. ამბობს, რომ 2016 წელს ტენდერით გამარჯვებულ კომპანიას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა და ხელახალი ტენდერის საფუძველზე გამოვლინა კომპანია, რომელმაც მისი თქმით სამუშაოები ხარვეზებით შეასრულა.

ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით შოს “დავითს” კურორტის გზების მოსაწერიგებლად მილიონამდე ლარი გადაერიცხა და სამუშაოები    თვითმმართველობამ შესაბამისი დოკუმენტებით დასრულებულად  ჩათვალა. ხულოს სკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა საკითხის მოკვლევის მიზნით პროკურატურას განცხადებით მიმართა.

ხულოს მერი გოჩა მელაძე არ უარყოფს, რომ ბეშუმის საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაობს ხარვეზებით შეასრულდა მისი თქმით მერიის სპეციალისტებმა აღწერეს და გამოსასწორებლად კომოპანიას წერილობითაც მიმართეს. ხულოს მერი კომპანიის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში ელოდება, რომლებიც როგორც ამბობს საზაფხულო კურორტზე ხარვეზებს გამოასწორებენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი