მოჭიდავეთა გუნდური გამარჯვება \ფოტოამბავი/

07 ივნისი 2018, 00:00 2350 ნახვა

სტამბულში, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. პირველ საშეჯიბრო დღეს, ზვიად პატარიძემ და ნუგზარ წურწუმიამ ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ლერი აბულაძეს ბრინჯაოს მედალი ერგო.

ტურნირის მეორე დღეს, ევროპის ჩემპიონი 72 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძე გახდა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე თურქი ჩენგის არსლანი დაამარცხა და წინა წელს მოპოვებული ჩემპიონობის ტიტული დაიცვა. ბრინჯაოს ორი მედალი საქართველოს ნაკრებს დავით ჩხარტიშვილმა და გიორგი მელიამაც შეჰმატა. 

საერთო ჯამში, ტურნირზე საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრების მონაპოვარი 3 ოქრო და 3 ბრინჯაოს მედალია.

 

 

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი