სპორტი მთავარში

06 ივნისი 2018, 00:00 1891 ნახვა

• საქართველოში დაბრუნების შემდეგ ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სხვადასხვა სახის შეხვედრებს მართავს. დღეს მას საქართველოს პრემიერ მინისტრმა - გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. მოგვიანებით კი იაპონიის ელჩმა  ტადაჰარუ უეჰარამ საპატიო ჯილდო გადასცა ორ ქართველ სუმოისტს  ლევან ცაგურიას ( კოკკაი)   და ლევან გორგაძეს ანუ ტოჩინოშინს მათ მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღმავების და მეგობრობის გაძლიერების საქმეში. ღონისძება იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ. შეგახსენებთ რომ ლევან გორგაძემ ახლახანს დასრულებულ ბაშოზე ოძეკის წოდება მიიღო რაც სუმოში რანგით მეორე წოდებაა. მომდევნო სუპერტურნირი - ნაგოიას ბაშო იაპონიაში ივლისში გაიმართება. 


• საქართველოს 23 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბულში, დღეს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ბრწინვალე შედეგი აჩვენა. დღეს ევროპის ჩემპიონი 72 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე გახდა, ქართველმა ფალავანმა 3-2 მოუგო თურქ ჩენგიზ არსლანს და წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული, კარიერაში კი მეოთხე ევროპული ოქროს მედალი მოიპოვა. დღესვე დავით ჩხარტიშვილმა გიორგი მელიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუშინ სტამბულში ტურნირის ტრიუმფატორები ასევე გახდნენ ზვიად პატარიძე და ნუგზარ წურწუმია, ლერი აბულაძეს კი ბრინჯაოს მედალი ერგო. საერთო ჯამში საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრებმა სტამბულში ასპარეზობა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველობა არავის დაუთმო. 


• როლანდ გაროსზე დღეს გოგონათა შორის ნახევარფინალური ბადე სრულად დაკომპლექტდა. რუსი მარია შარაპოვა ესპანელ გარბინ მუგურუსასთან ორ სეტში 6:2 6:1 განადგურდა, ოდნავ მოგვიანებით კი მისი მეტოქის ვინაობა რუმინელი სიმონა ჰალეპის და გერმანელი ანჟელის კერბერის შეხვედრაში გაირკვა. პირველი სეტის წაგების მიუხედავად ჰალეპმა მეტოქეს 6:7 6:3 6:2 სძლია და როლან გაროსის ნახევარფინალში მუგურასას შეხვდება. მეორე ნახევარფინალური წყვილში კი ამერიკელი ჩოგბურთელები სლოვან სტივენსი და მედისონ კისი ითამაშებენ. 


• დაწვით ლეო მესის და არგენტინის ნაკრების მაისურები თუკი ისინი ისრაელში ჩავლენ - პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის ჯიბრილ რაიჯუსის ამ განცხადებამ შედეგი გამოიღო. ისრაელისა და არგენტინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი აღარ შედგება. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ პოლიტიკური სიტუაციისა და მათი ნაკრების მიმართ მუქარის გამო ეს შეხვედრა გააუქმა. გუშინ, პალესტინელთა გარკვეულმა ჯგუფმა ბარსელონაში, ბაზაზე, სადაც არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, საპროტესტო აქცია გამართა. მათ არგენტინის ნაკრების მაისურები სისხლისფერში შეღებეს და ასე გააპროტესტეს არგენტინელტა დაგეგმილი ვიზიტი იერუსალიმში. საქმეში ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნატანიაჰუც ჩაერთო და არგენტინის პრეზიდენტთან ზარიც განახორციელა, როგორც ჩანს ეს ზარი უშედეგო აღმოჩნდა. ალბისელესტე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ახალ სპარინგ პარტნიორს ეძებს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი