ანსაბლის საიუბილეო კონცერტი

12 ივლისი 2016, 00:00 3893 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა ხელოვნების ცენტრში. ანსამბლმა 95 წლის იუბილე აღნიშნა. კონცერტზე სპეციალური პროგრამა წარადგინეს, რომელიც 21 მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრისგან შედგებოდა. ღონისძიების ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ანსამბლის მოქმედ და ყოფილ წევრებს ''ქორეოგრაფთა ბრწყინვალების ორდენი'' და სიგელები გადაეცათ. ანსამბლის 17 წევრი კი "ქორეოგრაფიის ამაგდართა" წოდებით და მედლით დაჯილდოვდა. 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლის ვარსკვლავი და მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფაზე იმ 44 ხელოვანის სახელი და გვარი წერია, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის ისტორიაში. 

ამავე კატეგორიაში