ბათუმელი გელა აბაშიძე კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა

07 მაისი 2018, 00:00 2247 ნახვა

კრივში საქართველოს ჩემპიონი ბათუმელი გელა აბაშიძე გახდა. 26 წლის მოკრივემ ჩემპიონის ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა. ფინალურ ბრძოლაში, 75 კგ წონით კატეგორიაში, მან გიორგი მანჯავიძე დაამარცხა.

კრივში საქართველოს ჩემპიონი გელა აბაშიძე 2016 წელსაც გახდა, ახლა იგი საქართველოს ნაკრების წევრია და აქტიურად ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც საფრანგეთში სექტემბერში უნდა გაიმართოს.

ამავე კატეგორიაში