სპორტი მთავარში

22 მარტი 2018, 00:00 2469 ნახვა

ოსაკაში, ჰარუ ბაშოს მეთორმეტე სატურნირო დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ - იგივე ტოშინოშინმა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან მძიმე ბრძოლაში უძლიერესი მონღოლი სპორტსმენი კაკარიუ დაამარცხა და სეკივაკეს წოდება შეინარჩუნა. გორგაძემ დოჰიოდან მეტოქე ჩვეული ილეთით - იორიკირით გადაიყვანა და რიგით მერვე გამარჯვება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი წოდების კაკარიუსთვის, ეს მიმდინარე ბაშოზე პირველი წაგება იყო, ქართველთან შეჭიდებამდე მას 100 %-ანი შედეგი ჰქონდა. გაზაფხულის პირველ ბაშოზე კიდევ 3 სატურნინო დღეა დარჩენილი. ამ მომენტისთვის ქართველი იმპერატორის ბალანსი 8 მოგება და 4 წაგებაა. ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ, იაპონელი შოდაის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს თასის გათამაშების მეორე ფინალისტიც ცნობილია. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ქუთაისის საკალათბურთო კლუბს - თბილისური „კაკტუსი“ დაუპირისპირდება. დღეს „კაკტუსმა“ ნახევარფინალში „რუსთავი“ დამაჯერებელი ანგარიშით 114 : 91 დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა, ხოლო ქუთაისმა ფინალის საგზური გუშინ თბილისის „დინამოს“დამარცხების შემდეგ მოიპოვა. დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „კაკტუსის“ კალათბურთელი ლეანდრე პარკსი იყო, რომელმაც გუნდს 30 ქულა მოუტანა. ფინალური მატჩი თბილისში ჩატარდება, მისი გამართვის თარიღი კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა. გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას - ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მსაჯმა მოედანი ივა გელაშვილს დაატოვებინა. საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად სრულ მზადყოფნაშია, ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიროგი ასანიძის განცხადებით ნაკრები ტურნირს კარგ ფიზიკურ ფორმაში ხვდება. ტრამვა სრულად მოიშუშა ოლიმპიურმა პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ, სულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ვაჟებში 8 სპორტსმენი დაიცავს, საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებს კი ანასტასია გოტფრიდი და თათია ლორთქიფანიძე წარადგენენ. ევროპის ჩემპიონატი 26 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდება 

ხვალ პოლონეთის ქალაქ პოზნანში რაგბი ევროპის მმართველი საბჭო ახლხანს გამართული ბელგიისა და ესპანეთის სკანდალურ  მატჩზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინასწარი ინფორმაციით ესპანელ მორაგბეებს მსაჯთან დაპირისპირების გამო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ. რაგბი ევროპის ბოლო ტურში ესპანეთი სტუმრად ბელგიასთან დამარცხდა რის შედეგადაც მსოლფიო ჩემპიონატის საგზური რუმინეთის ნაკრებს ერგო, აღსანიშნავია რომ მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა ვლად იორდანესკუს თაოსნობით რომელმაც ექსპერტთა აზრით რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიიღო. 

ამავე კატეგორიაში