''ბორჯღალოსნები'' ხვალ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

09 მარტი 2018, 00:00 2461 ნახვა

ხვალ, 10 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, პრინციპულ შეხვედრას გამართავს. ბორჯღალოსნები  რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი კრასნოდარში  გაიმართება.

ქართველთა შემადგენლობაში ბრუნდება ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს. ხვალინდელი შეხვედრა მისთვის სანაკრებო კარიერაში რიგით 109-ე იქნება.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები სულ 21-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 19 შემთხვევაში მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. რუსების ერთადერთი მოგება ქართველთა წინააღმდეგ 1993 წელს ფიქსირდება, მას შემდეგ კი ყველაზე დიდ წარმატებას 2002 წლის 3 მარტს მიაღწიეს, როცა შეხვედრა საყაიმოდ დაასრულეს.

რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების რიგით 22-ე დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში