იმ კომპანიებთან, რომლებიც გოდერძზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მოწყობით, ახალი სასტუმრო კომპლექსების აშენებით, კვების ობიექტების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდებიან, სამუშაოები უკვე დაწყებულია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით კურორტი ვიზიტორების მიღებას ოთხივე სეზონზე შეძლებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება მწვანე ტბაზეც, ასევე ტბასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული მარშრუტები ბეშუმის, მწვანე ტბის, შქერნალის ტერიტორიებზე იგეგმება. ამ ეტაპზე ადგილობრივებისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა გრძელდება.