საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა

23 თებერვალი 2018, 00:00 2424 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავსტრია 64:78 დაამარცხა.
გუნდი ოთხივე პერიოდში აშკარა უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
ყველაზე შედეგიანი მაიკ დიქსონი იყო, რომელმაც გუნდს 23 ქულა შესძინა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 25 თებერვალს გაიმართება.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში