რაგბის ნაკრები ინგლისელ კოლეგებთან ერთად ორდღიან წრთვნას გაივლის

12 თებერვალი 2018, 00:00 2672 ნახვა

საქართველოს რაგბის ნაკრები ინგლისელ კოლეგებთან ერთად ორდღიან წრთვნას გაივლის. ინფორმაციას ინგლისის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ერთობლივი ვარჯიშები სამშაბათსა და ოთხშაბათს ლონდონში გაიმართება. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ  ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი განაგრძობს მუშაობას, რომ მისი გუნდის "შერკინება" საუკეთესო იყოს მსოფლიოში და პრაქტიკულ წრთვნებში ქართველები დაეხმარებიან. 

ედი ჯონსის განცხადებით “ბორჯღალოსნების” შერკინება გამორჩეულია მსოფლიოში და  მათთან ვარჯიში სასარგებლო იქნება.  

"ჩვენ გვინდა მოვიგოთ 6 ერთა თასი, თუმცა ეს წრთვნები გამოგვადგება რაგბის მსოფლიო თასისთვისაც მოვემზადოთ, ეს იქნება საუკეთესო საშუალება მივიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, შეტევები იქნება ხარისხიანი, ისეთივე როგორც რეალურ თამაშში" - განაცხადა მწვრთნელმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი