საქართველოს ნაკრების მეტოქეები უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ყაზახეთი, ლატვია და ანდორა იქნებიან

24 იანვარი 2018, 00:00 2533 ნახვა

დღეს,  უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეები გაირკვა.კენჭისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები ა ჯგუფში მოხვდა.

ეროვნული ნაკრების  მოწინააღმდეგეები ყაზახეთი, ლატვია და ანდორა იქნებიან.  შესაძლოა ითქვას, რომ ნაკრებ გუნდებს თანაბარი შანსები ექნებათ, თუმცა სავარაუდოდ  რთულ მოწინააღმდეგედ ყაზახეთი შეიძლება  ჩაითვალოს.

D ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

I ჯგუფი: ანდორა, ყაზახეთი, ლატვია, საქართველო

II ჯგუფი: სან მარინო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ბელორუსი

III ჯგუფი: კოსოვო, მალტა, ფარერები, აზერბაიჯანი

IV ჯგუფი: გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სომხეთი, მაკედონია

ერთა ლიგა პირველად იმართება და  საქართველოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლის  შანსი აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი