ლაშა ტალახაძის კიდევ ერთი რეკორდი და მსოფლიო თასი

06 დეკემბერი 2017, 00:00 3968 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი და კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი - ესაა შედეგი, რომლითაც დაასრულა ამერიკაში მსოფლიო თასი ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ. 

მსოლფიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით, ტალახაძემ თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა. მეორე და მესამე ადგილები ირანელმა სპორტსმენებმა გაიყვეს.  

წარმატება ქონდა საქართველოს ძალოსანთა ნაკრებსაც. მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა სპორტსმენებმა -  ხუთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოს მედალები - ეს ნაკრების შედეგია 2017 წელს, რომლითაც გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ამავე კატეგორიაში