სპორტი მთავარში

23 ნოემბერი 2017, 00:00 2587 ნახვა

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე,   ქართველმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს. მსოფლიო ჩემპიონი 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შმაგი ბოლქვაძე გახდა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე რუსეთის სახელის მოასპარეზე ალენ მირზოიანი დაამარცხა. ვერცხლის მედლები კი გელა ბოლქვაძემ, ლაშა გობაძემ და ზვიად პატარიძემ მოიპოვეს.საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 51 ქულით  პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი რუსეთის  ნაკრებმა დაიკავა,  ხოლო მესამეზე თურქი სპორტსმენები გავიდნენ.

 გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ბოლოს წინა, მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა.  ცენტრალური შეხვედრა, იუვენტუსი -  ბარსელონა  უგოლოდ დასრულდა. საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა,  თუმცა გოლის გატანა საბოლოოდ ვერცერთმა გუნდმა მოახერხა. უხვგოლიანი იყო პარიზში სელტიკის სტუმრობა. პსჟ-მ გლაზგოელები გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხა. ნეიმარმა და კავანიმ დუბლები გაიფორმეს, ხოლმე მბაპემ, ვერატიმ და დანი ალვეშმა თითოჯერ გაიბრწყინეს.

3 ქულა მოიპოვა ატლეტიკომაც. მადრიდელებმა რომას მოუგეს 2:0 თუმცა მათი ჯგუფიდან გასვლის შანსები მაინც მცირეა, ბაზელი კი იუნაიტედის დამარცხებით მომდევნო ეტაპს მიუახლოვდა. პარარელურად :ცსკა - ბენფიკაა 2:0 ანდერლეხტი - ბაიერნი 1:2 ყარაბაღი - ჩელსი 0:4 და სპორტინგი - ოლიმპიაკოსი 3:1დასრულდა. ბოლო დასკვნითი ტური ჩემპიონთა ლიგაში 5-6 დეკემბერს გაიმართება. 

 ყაზახური მედიის ცნობით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ასტანაში იმყოფებოდა და კუსტანისტობოლის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.დღეს გავრცელებული ინფორმაციით კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა და მას რამდენიმე დღეში ოფიციალურად წრადგენენ. ტობოლმა ყაზახეთის ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა, ამ გუნდის ღირსებას ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი იცავს.ჯაბა კანკავა ბოლოს ფრანგული ,,რეიმსის" ღირსებას იცავდა, თუმცა კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. 

 25 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს.წლის დამაგვირგვინებელ მატჩამდე სამი დღით ადრე ბორჯღალოსნებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები კი თბილისს 28-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით ეწვია. ამ ნაკრებებს შორის 5 მატჩია ჩატარებული, 3 ჯერ არწივებმა იმარჯვეს ორჯერ კი ბორჯღალოსნებმა. დღეს საღამოს გამოქვეყნდა ჩვენი ნაკრების შემადგენლობა, რომელშიც წინა ორი შეხვედრიდან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებაა, საქართველოსა და ამერიკის ნაკრებების დაპირისპირება, შაბათს 18 საათზე აიღებს სტარტს, ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობს და მათი ფასი 5 ლარიდან იწყება. 

 დღეს აჭარის კრივის ფედერაციამ ბათუმში მოკრივე გელა აბაშიძის სახელობის სავარჯიშო დარბაზი გახსნა, სადაც რეგიონის ნაკრები გუნდი ივარჯიშებს. სპორტული დარბაზი ყველა ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენზეა გათვლილი და შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობასაც იძლევა. ამ დროისთვის დარბაზში უკვე 40 -მდე მოკრივე ვარჯიშობს.

ამავე კატეგორიაში