გლობალური დათბობის შედაგად, აზიის მყინვარებმა ინტენსიური დნობა დაიწყო

17 სექტემბერი 2017, 00:00 3956 ნახვა
პარიზის კლიმატის საერთაშორისო კონფერენციაზე, ექსპერტებმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდეს, უპირველესად აქტიურად ჩაერთონ, აზიაში დათბობის პროცესის შეჩერებაში, რომელიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მეცნიერთა ვარაუდით, აღნიშნულ რეგიონში მყინვარების 1/3 გლობალური დათბობის შედეგად დადნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურის მომატება 1.5 გრადუსზე დასტაბილურდება. ამ მომენტისთვის, აზიაში უფრო სწრაფად მიმდინარეობს დათბობის პროცესი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ტერიტორიებზე. ამის ყველაზე კარგი დასტური კი დასავლეთ ჩინეთის მთებია, სადაც ზოგან ყინული საერთოდ გაქრა.
კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი