სპორტი მთავარში

08 სექტემბერი 2017, 00:00 2551 ნახვა

უეფას გადაწყვეტილებით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პარალელურად, ნაკლებადმნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ნაცვლად გუნდები ერთა ლიგაზე ითამაშებენ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კიდევ ერთ შანს იძლევა. ტურნირში, ორგანიზაციაში გაწევრიანუბული 55-ვე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ფიფას რეიტინგის მიხედვით 4 ლიგაში გადანაწილდებიან. ამ დროის მონაცემებით საქართველოს ნაკრები D ლიგაში იმყოფება, სადაც მისი მეტოქეები ლიტვა, ბელორუსი, სომხეთი, მაკედონია, ფარერები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, და გიბრალტარი არიან. შეხვედრები 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

 საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დღეს ყაზახეთის პრეზიდენტის თასზე, ფინალში რუსეთის ნაკრებს შეხვდა და თერმეტმეტრიანებში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ  1:1 დასრულდა, ანაგრიში ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის დასაწყისში ხვიჩა კავარცხელიას გოლით გახსნენს. რუსებმა გათანაბრება პრიველივე ტაიმში მოახერხეს. პენალტეის სერია კი გიორგი ნემსაძის გუნდმა 4-5 დათმო. 

ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ დღეს, ფოთის კოლხეთისა და ს.კ. სამტრედიას მატჩით განახლდა ეროვნული ლიგის გათამაშება. მატჩი ბათუმის რაგბი არენაზე გაიმართა და სტუმართა გუნდის გამარჯვების 1:3 დასრულდა. მე-12 წუთზე სამტრედიელები  გურამ სამუშიას გოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში ფოტელტა კარი  გიორგი მჭედლიშვილმა მჭედლიშვილმა  და შეცვლაზე შემოსულმა ანტე გიიმ აიღეს. მასპინძელთაგან კი თავი გიორგი ბუხაიძემ გამოიჩინა. ეროვნული ლიგის 25 ტურის კიდევ ერთი მატჩი იმართება ამ წუთებში - ქუთაისის ტორპედო საჩხერის ჩიხურას მასპნიძლობს

დღეს, გამთენიისას ამერიკის ღია პირველობაზე, ქალთა შორის ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა. ფინალში გასასვლელად ოთხი ამერიკელი ჩოგბურთელი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ყველაზე დაძაბული კი ვენუს უილიამსისა და სლოუნ სტივენსის შეხვედრა იყო, რომელიც გადამწყვეტ პარტიაში სტივენსის გამარჯვებით დასრულდა, მედისონ კიზმა კი კოკო ვანდევეგე მარტივად 2 სეტში 6:1 6:2 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.23:00 საათზე კაცთა შორის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დაიწყება, სამხრეთ აფრიკელ ანდერსონსა და ესპანელ კარენო ბუსტა შორის.ცოტა მოგვიანებით კი რაფაელ ნადალი - არგენტინელ დელ პოტროსთან გაარკვევს ფინალისტის ვინაობას.

ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში ფეხბურთელი  გენადი მენაბდის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ტურნირი მეთორმეტეჯერ ტარდება ბათუმის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით. გათამაშებაში აჯერბაიჯანის, თურქეთის, ოზურგეთის, ბათუმის, ჩაქვისა და ლანჩხუთის გუნდები ასპარეზობენ. ჩემპიონატი 11 სექტემებრს დასრულდება. გამარჯვებულები თასებით მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

მშვილოდსნობაში აჭარის 23 -ე საერთაშორისო ტურნირმა ანგისის  სტადიონზე აიღო სტარტი. გათმაშებაში 8 ქვეყნა  მონაწილეობს. სპორტსმენები ორი დღის განმავლობაში პირადი და გუნდური პირველობისთვის იბრძოლებენ. ხვალ  ფინალური სროლები გაიმართება. გამარჯვებულები თასებით მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.  

ამავე კატეგორიაში