სპორტი მთავარში

07 სექტემბერი 2017, 00:00 2510 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრმა, 33 წლის ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებს ბოლო ოთხ ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა, გუშინ კი ევრობასკეტზე იტალიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტ - დევიდ პიკს განუცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს.

ეს ინფორმაცია პიკმა საკუთარი ტვიტერით გაავრცელა. დღეს დილით თავად ზაზ ფაჩულიამაც გამოაქვეყნა გამოსამშვიდობებელი პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის და ენბიეის ქართველი ჩემპიონის განვლილი კარიერა ჩვენს სპეციალურ რეპორტაჟში.

ამავე კატეგორიაში