უკვე ერთ საათზე მეტია შავნაბადის მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო. დღესვე, ხულოში მეორე თურქულ ვერტმფრენსაც ელოდებიან. დილიდან მუშაობა განაახლა სალიკვიდაციო შტაბმა.
სტიქიის ზონაში დამატებით 100-მდე მაშველი დილიდან მუშაობს. ამის გარდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 350 თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან მივიდა. ხანძარს ხულოში მეოთხე დღეა ებრძვიან.