ქედაში ტყიდან შეშის გამოტანა უჭირთ

04 სექტემბერი 2017, 00:00 2798 ნახვა

გზების არარსებობას, ან ახალგაყვანილ გზებზე, წვიმის დროს შესაძლო საფრთხეს უჩივიან ქედაში. საუბარია ტყეში გაჭრილ გზებზე, რომლებიც ადგილობრივებმა შეშის გამოსატანად უნდა გამოიყენონ. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ გზების გაყვანა დააგვიანა, რადგან შემოდგომაზე, წვიმებისას ახალგაჭრის გზებზე მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გადაადგილება რთულია.

გარდა ამისა ამბობენ, რომ ზამთრისთვის შეშის მომარაგება ძვირი უჯდებათ. ტყის რესურსი ამ დროისთვის გამოლევის საფრთხის წინაშე არ დგას, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დროულად შეუწყოს ხელი მოსახლეობისთვის გათბობის ალტერნატიული საშუალებების შეთავაზებას. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში