სპორტი მთავარში

22 აგვისტო 2017, 00:00 2112 ნახვა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს შეხვდა. ქართველმა ჭაბუკებმა რამდენიმე დღის უკან უკრაინაში ვიქტორ ბარნიკოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ზედეზედ მეორედ მოიგეს. ფინალში საქართველოს ნაკრებმა ისრაელის ნაკრები 4:1 დაამარცხა. გიორგი ნემსაძის გუნდი უკვე ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, ქართველი 17-წლამდელები ამ ტურნირზე  ოქტომბრის მიწურულს ითამაშებენ. ჩვენი მეტოქეები შესარჩევ ჯგუფში იტალია, ლატვია და მონტენეგრო იქნებიან. თამაშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს.

 საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ათენში გაემგაზვრა, სადაც 23- 25 აგვისტოს "აკროპოლისის თასზე" მიიღებს მონაწილეობას. ილიას ზუროსის გუნდი საბერძნეთის, სერბეთისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ტურნირის დასრულების შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ისრაელში ევრობასკეტზე გადაინაცვლებს, სადაც პირველ მატჩს ჯგუფის ფავორიტ ლიტვის ნკრებთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ საქართველოში ვარჯიშზე ტრამვა მიიღო და "აკროპილისის თასზე"  ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ამავე კატეგორიაში