სპორტი მთავარში

17 აგვისტო 2017, 00:00 2451 ნახვა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულად გამოდის მასტერსის სერის ტურნირზე ცინცინატიში.1/16 ფინალში ბასილაშვილმა კრისტიან ჰარისონი ორ სეტში 6:3, 6:3 აჯობა..ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა მოაგროვა. მერვედფინალი ცოტა ხნის წინ დაიწყო, ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ჯარედ დონალდსონი გახლავთ რომელიც ტურნირზე ვაილდ ქარდით მოხვდა.

დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს სპეციალური შეხვედრა მოუწყვეს. საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 9-13 აგვისტოს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა და გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა. მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა ძიუდოისტებს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მიულოცეს.

თბილისში მიმდინარე 19-წლამდე ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მეოთხედფინალური მატჩები იმართება. ტურნირის ფავორიტმა საფრანგეთის ნაკრებმა 34 24 მოუგო პორტუგალიას. ხორვატიამ კი შვედეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ამ წუთებში იმართება ორი მეოთხედფინალი, დანია-რუსეთს, ხოლო იაპონია ესპანეთს ხვდება. სამწუხაროდ პრეზიდენტის თასისთვის ასპარეზობაში გადართულმა საქართველოს ნაკრებმა დღეს ბრაზილიასთან წააგო 23-32 და ტურნირი მეოცე ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო  ნაკრებისა და სამარის კრილია სოვეტოვის მეკარე გიორგი ლორია კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადარ ანჟიში განაგრძობს. რუსული სპორტული გამოცემების ინფორმაციით ლორია  კონტრაქტი მომავალ კვირაში გააფორმებს. "ანჟიში" მას თანამემამულე ჯაბა ლიპარტია დახვდება."ანჟის" რუსეთის პრემიერლიგის 6 მატჩში მხოლოდ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უკავია. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ექს თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კი დღეს კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ორენბურგთან და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ქეცბაიამ რუსეთის პირველ დივიზიონში დაქვეითებული ორენბურგი სეზონის წინ ჩაიბარა. მაგრამ ჩემპიონატის  სტარტი მისი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის მატჩები გაიმართა გუშინ ხუთ ქალაქში, იტალიურმა ნაპოლიმ ნიცას ანგარიშით 2-0 მოუგო. გოლები დრის მერტენსმა და ჟორჟინიომ გაიტანეს გლაზგოს. სელტიკმა დიდი ანგარიშით 5-0 სძლია ასტანას და შეიძლება ითქვას რომ ჯგუფური ეტაპი გაინაღდა. ესპანურმა "სევილიამ" სტუმრად 2:1 აჯობა თურქულ "ბაშაქშეჰირს",  აპოელ ბიერ შევამ იგივე ანგარიშით სძლია საშიანაო არენაზე მარიბორს. პირეუსის ოლიმპიაკოსმა კი კომპენსირებულ დროში გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა სახლში რიეკასთან. ერთი მატჩი გაიმართა ევროპის ლიგაზე უტრეხტმა პეტერბურგის ზენიტი მინიმალური სხვაობით დაამარცხა, პირველი მატჩებს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს 17 წყვილი ჩაატარებს.

მადრიდის რეალი ესპანეთის სუპერ თასს დაეუფლა, ბარსელონაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ზინედინის ზიდანის გუნდმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბარსელონას ორი უპასუხა გოლი გაუტანა. ანგარიში მარკო ასენსიომ მეოთხე წუთზე ეფექტური დარტყმით გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს ტერ სტეგენის კარი ბენზემამ აიღო. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა 5- 1 იმარჯვეს და ესპანეთის სუპერთასს ისტორიაში მეათედ დაეუფლნენ. ზინედინ ზიდანისთვის კი მწვრთნელის რაგნში ეს მე-7 ტიტულია და ფრანგი ამ მაჩვენებლით ვისენტე დელ ბოსკეს გაუთანაბრდა.

სენტ ლუისში მიმდინარე გრანდ ჩეს ტურზე მოჭადრაკეებმა რაპიდში გამოსვლები დაასრულეს. გამარჯვებული სომეხი გროსმეიტერი ლევონ არონიანი გახდა. გარი კასპაროვმა კი რომელიც 12 წლიანი პაუზის დაუბრუნდა ჭადრაკს მე- 8-10 პოზიციები გაიყო. 5 პარტია კასპაროვოთ მონაწილეობით ყაიმით დასრულდა, 3-ში დამარცხდა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოჭადრაკემ ინტერვიუში განაცხადა რომ 54 წლის ასაკში სპორტში დაბრუნებას არ აპირებს და მთლიან შემოსავალს, რომელსაც სენტ ლუისის ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებს, აფრიკაში ჭადრაკის განვითარებას მოხმარდება. 

ამავე კატეგორიაში