ომის გმირები შუახევიდან

08 აგვისტო 2017, 00:00 2208 ნახვა

აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს შუახევში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

მეხუთე ქვეითი ბრიგადის კაპრალს, ამირან მამალაძეს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდერი აქვს მინიჭებული. ის ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარიდან. მამალაძე 9 აგვისტოს ომში დაჭრილი თანამებრძოლისა და მეთაურის გამოყვანის დროს დაიღუპა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი