სპორტი მთავარში

02 აგვისტო 2017, 00:00 2403 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  საფეხბურთო კლუბ   "დინამოს”  დაფინანსება 58 ათასი ლარით გაიზარდა.  გამოყოფილი თანხიდან 10 000 ლარი კლუბის  2002-2003 წელს დაბადებული ბავშვების უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას მოხმარდება. დარჩენილი 48 000 ლარი  ბათუმის დინამოს ქვიშის ფეხბურთის გუნდის ესპანეთში საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრებასა და ამავე გუნდის ლეგიონერების ხელფასში დაიხარჯება.  ბათუმის დინამოს დაფინანსება წელს მილიონ სამოცდახუთი ათას ექვსას ლარით განისაზღვრება, ქვიშის ფეხბურთის ხარჯები კი 287 000 ლარს შეადგენს.

გუშინ ფინეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, პირველი მედალი საქართველოს ნაკრებს 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა მოუტანა. ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველი ფალავანი სამწუხაროდ რუსეთის სახელით მოასპარეზე შამილ მუსაევთან 2;7 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.დღეს ტურნირზე თავისუფალი სტილის დარჩენილ 4 კატეგორიაში საქართველოს სახელით რობერტ დინგაშვილი, ივერი ჯულაყიძე, ზაურ ბერაძე  და ზურიკო ურთაშვილი გამოვიდნენ. ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი აქვთ ჯულაყიძეს და ურთაშვილს. ფინალური ბლოკი 19 საათზე დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა. 

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში, 18-წლამდე კალათბურთელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ხუთივე შეხვედრაში მარცხი იწვნია. დღეს ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უნგრელ თანატოლებთან დათმეს თამაში ანგარიშით 59-66.  პარკეტზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო ზურაბ  ჟღენტი გახლდათ რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა.  საბოლოო ჯამში არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, პლეი-ოფის საგზური კი ხორვატიისა და ბულგარეთის ნაკრებებმა მოიპოვეს. 

გერმანიაში საინტერესოდ წარიმართა აუდის თასის ნახევარფინალური მატჩები, მადრიდის ატლეტიკომ ნაპოლის 2:1 სძლია. ანგარიში იტალიელებმა მე-2 ტაიმის დასაწყისში კალეხონის ეფექტური გოლით გახსნეს, თუმცა როხიბლანკომ  მატჩის შემოტრიალება მოახერხა, 71-ზე ფერნანდო ტორესმა და 81-ზე ვიეტომ აიღეს ნაპოლის კარი. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი ტურნირის მასპინძელი მიუნხენის ბაიერნი ისტორიაში პირველად ვერ გავიდა ფინალში, რეკორდმაისტერი ნახევარფინალში ლივერპულთან დამარცხდა. იურგენ კლოპის შეგირდებმა ბაიერნს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ინგლისელთაგან თავი მანემ, სალაჰმა და სტარიჯმა გამოიჩინეს. ბაირნმა და ნაპოლის შეხვედრა მესამე ადგილისთვის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბაიერნის გამარჯვებით დასრულდა. 22 საათსა და 30 წუთზე კი დაიწყება ფინალი  „ მადრიდის ატლეტიკოსა“ და „ლივერპულს“ შორის.

უფრო მეტი ვიდრე საფეხბურთო ტრანსფერი - ასე ეხმაურება დღეს ბრაზილიელი ნეიმარის გადაბარგებას პარისენჯერმენში ბიბისი სპორტი. დილით ბლაუგრანას ბაზაზე გამოცხადებულმა ნეიმარმა სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა არ მიიღო და 10 წუთში დატოვა ბაზის ტერიტორია. ფეხბურთელმა ოფიციალურად განუცხადა დღეს ბარსას ბოსებს გუნდიდან წასვლის შესახებ. ამის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მას ვარჯიშის გაცდენის უფლება დართო. დღეს ასევე ელ მუნდო დეპორტივომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ამ ტრანსფერი წინააღმდეგ გამოდის და უეფაში და შვეიცარიის სასამართლოში საჩივრის შეტანასაც გეგმავს. მისი განცხადებიდან ირკვევა რომ ტრანსფერის თანხა ლა ლიგას ეკუთვნის, თუმცა ეს ორგანიზაცია პარიზული კლუბისგან თანხის მიღების კატეგორიული წინააღმდეგია. ეს კი გახლავთ ვიდეოკოლაჟი, რომელიც დღეს ლიონელ მესიმ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა წარწერით „ჩემო მეგობარო ნეიმარ, დიდი სიამოვნება იყო შენთან ერთად გატარებული წლები, გისურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე და მალე შევხვდებით.  ვიდეოს ქვეშ ნეიმარის კომენტარსაც ვხედავთ სიტყვებით: მადლობა ძმაო, მომენატრები.  მოკლედ ბრაზილიური სერიალი სახელწოდებით ნეიმარიადა დასრულდა და შეიძლება ითქვას რომ სატრანსეფრო თამასა ძალიან მაღლა აიწია. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

ამავე კატეგორიაში