მილიონ 787 ათას 800 ლარით გაიზარდა ხულოს ბიუჯეტი. ბიუჯეტის ზრდა ქონების გადასახადის ხარჯზე მოხდა და ჯამში 15 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა. ცვლილებებს მხარი ოპოზიციის წევრებმა არ დაუჭირეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები თანხების არათანაბრად გადანაწილებაზე საუბრობენ. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, 11 ათას 500 ლარით მწვანე ტბაზე სველი წერტილები ვერ მოწესრიგდება და თანხები აუთვისებელი დარჩება.
ასევე პროტესტი მოყვა მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამაში 11 ათასი ლარის დამატებას. ოპონენტთა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ პარტიაში და აცხადებენ, რომ თანხების გადანაწილება მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდა.