ფესტივალი აღმოსავლურ ორთაბრძოლაში

04 ივნისი 2017, 00:00 2244 ნახვა

აღმოსავლურ ორთაბრძოლაში "ბათუმი ოფენ" ფესტივალი  "ბათუმის მერიის თასზე მიმდინარეობს. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში იმართება, რომელშიც 7 ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობს.

ფესტივალი დღეს ოლიმპიურ კარატეში ტარდება, სადაც გამარჯვებულები დღის ბოლოს გამოვლინდებიან. ფესტივალი 1 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრება შოტოკან კარატე დოშიც გაიმართება.  მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის სემინარები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველო მედლების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი