ვენესუელასა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მწვავდება

16 ოქტომბერი 2025, 09:50 102 ნახვა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ,  თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაძაბულობის გამწვავების ფონზე მოუწოდა თავი შეიკავოს მისი მთავრობის გადატრიალებისგან. ამის შესახებ მადურომ  სუვერენიტეტისა და მშვიდობის ეროვნული საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ მან ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ვენესუელაში ფარული ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, რაც აშშ-ის მიერ მადუროს მთავრობაზე ზეწოლის მცდელობების მკვეთრ ესკალაციას ნიშნავს.

საიდუმლო დირექტივის შესახებ ინფორმაცია პირველად ნიუ-იორკ-თაიმსმა გაავრცელა და იგი მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად.

მიზეზად ტრამპი შეერთებულ შტატებში ვენესუელელების მიგრაციასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ასახელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში