85 ადამიანი იმსხვერპლა ვიეტნამში რამდენიმე ტაიფუნით გამოწვეულმა ძლიერმა წყალდიდობამ. დაშავებულია ასობით ადამიანი სტიქიამ ქვეყნის 18 პროვინციაში ათასობით ადამიანს სახლი და საარსებო წყარო გაუნადგურა.
ბოლო თვის განმავლობაში ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონებში შტორმების სერიამ ნგრევის კვალი დატოვა.
ტაიფუნ „მატმოს“ მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმებმა გასულ კვირას ჰანოის ნაწილები დატბორა და 51 ადამიანი იმსხვერპლა.
ვიეტნამის მთავრობის შეფასებით, ეკონომიკური ზარალი 1,2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე